დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
მოსწავლეები კი სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. ახლახან, სკოლაში XI კლასის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სპორტულ-გასართობ აქტივობაში მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ბევრი იხალისეს. მათ ამ დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და ცოდნა გაცვალეს.
იხილეთ ფოტოები: