ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებისათვის რეგისტრაცია პროექტ
„სერტუსის“ ფარგლებში 4
ივნისის 10:00 საათიდან 10 ივნისის 17:00
საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა
და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 26
ივნისს ჩატარდება.
ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი
ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე
მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის
სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით
იხილეთ ბმულზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო გამოქვეყნებული
კალენდრიდან აირჩიოს. ყოველი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება.