ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, არამედ მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში ხარისხიანად ისწავლება ჭადრაკი. მოსწავლეები ხალისით ეუფლებიან ინტელექტუალურ თამაშს. ჭადრაკი მათთვის ერთ-ერთი საყვარელი საგანია.
27-28 მაისს, კოდის საჯარო სკოლაში „ჰელფინგ ჰენდის“ (Helping Hand) კლუბმა საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაატარა.
მოსწავლეები ტურნირში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, ოლიმპიადის ბოლოს კი, გამოვლინდა 3 გამარჯვებული.
იხილეთ ფოტოები: