ყაურმის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
05-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში თარიღთან დაკავშირებული საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებულნი ამ შესანიშნავი და მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სპექტაკლი გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზო ფერადი ბუშტებითა და ლენტებით იყო მორთული. საზეიმო განწყობას შესაბამისი მუსიკა კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიების ორგანიზებაში მთელი სასკოლო საზოგადოება მონაწილეობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203