წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყო. კერძოდ, „მხიარულ სტარტებში“ ერთმანეთს მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეთა გუნდები შეეჯიბრნენ. საბოლოოდ კი, მეექვსე კლასის გუნდმა გაიმარჯვა.
შეჯიბრი გაიმართა მინი ფეხბურთშიც, სადაც მერვე და მეცხრე კლასის ვაჟთა გუნდებს შორის, მეცხრე კლასის გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო გოგონებში, მეექვსე და მეშვიდე კლასის გუნდებს შორის, პირველობა მეექვსე კლასის გუნდმა მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები: