ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდნენ.
მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობაში პედაგოგებიც ჩაერთვნენ. სკოლაში ფეხბურთში შეჯიბრი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის გაიმართა.
დაძაბულ შეჯიბრში მეგობრობამ გაიმარჯვა და თამაში ფრედ - 4:4 დასრულდა.
„უღრუბლო ცას, გაბრწყინებულ სახეებს და აღორძინებულ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებთ ჩვენს ციმციმა ვარსკვლავებს.
გფარავდეთ წმინდა ნინოს ჯვრის ძალა და მადლი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: