პირველი გამოცდა 3 ივლისს ჩატარდება - ეროვნულების საგამოცდო განრიგი საგნების მიხედვით
საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
გამოცდების დეტალური განრიგი
ერთიანი ეროვნული გამოცდები
ქართული ენა და ლიტერატურა
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი სესია);
3 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
4 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
უცხოური ენა
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
ზოგადი უნარები (სომხურად)
11 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
11 ივლისი (მეორე სესია);
მათემატიკა
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
ისტორია
15 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
16 ივლისი (პირველი სესია);
ქიმია
16 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
18 ივლისი (პირველი სესია);
ბიოლოგია
19 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
23 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია
24 ივლისი (პირველი სესია);
ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
5 ივლისი (მეორე სესია);
საერთო სამაგისტრო გამოცდა
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;