თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მტირალას მთა და ჭარნალის ხეობა დალაშქრეს
05-06-2018
თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურისზე იმყოფებოდნენ. IV - X კლასების მოსწავლეებმა მტირალას მთა და ჭარნალის ხეობა დალაშქრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო აჭარის დაცული ტერიტორიების გაცნობა.
ექსკურისას პედაგოგები - თამარ გორგაძე, მზია კეკელიძე, ხათუნა მაკარაძე და ნანა მიქელაძე ხელმძღვანელობდნენ. იხილეთ ფოტოები