ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა 1-ელი ივნისის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და პოსტერი - „ჩემი უფლებები“ გააკეთეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: