მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის ქართული სექტორის Iა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით კი, პედაგოგ ციალა კალანდაძის ხელმძღვანელობით, კლასში თემატური აქტივობები გაიმართა.
ისინი სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, ცოდნა გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. სწორედ ასე დასრულდა მათთვის ერთი საინტერესო, სიახლეებითა და აღმოჩენებით სავსე წელი.
სკოლაში პირველკლასელებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: