ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც თითოეული მოსწავლის ინტერესები გათვალისწინებულია.
ახლახან, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, არაერთი აქტივობა გაიმართა.
საზეიმოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი გამართეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათთვის ეს დღე პედაგოგებმა დაუვიწყარ ზეიმად აქციეს.
იხილეთ ფოტოები: