„ვარიაციები ანბანის თემაზე“ - სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის შემაჯამებელი შთამბეჭდავი ღონისძიება
06-06-2024

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს. 

I კლასმა, 27 მაისს, გამართა შემოქმედებით- სახალისო შემაჯამებელი ღონისძიება- „ვარიაციები ანბანის თემაზე“. 

ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა და დიდი ზარ-ზეიმით წარიმართა. 

ერთმანეთს ენაცვლებოდა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. პატარა მსახიობებმა გააცოცხლეს გოგებაშვილისეული პერსონაჟები. მათ მაქსიმალურად წარმოაჩინეს წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები. ღონისძიების დასასრულს კი, სკოლის მუზეუმს გადასცეს სახალისო პრიზი, რამაც დამსწრეთა დიდი მხიარულება გამოიწვია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, მშობლები და სხვა კლასის  მოსწავლეები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნინო გუნია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203