საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება
05-06-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

მათ, ასევე ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს და საჭირო ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით აღფრთოვანებული დარჩა.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ლაღ და ღიმილიან ბავშვობას გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203