ბერშუეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა, პედაგოგ ლია მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე საინტერესო, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყო.
სასკოლო საზოგადოება მათ მომდევნო კლასებში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: