ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში ნორჩი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა ჩატარდა. მოსწავლეებმა სკოლაში ნახატები წარადგინეს.
ასევე, გამოფენასთან ერთად, სკოლაში, აქტივობა - „სურვილების დაფა“ მოეწყო, რამაც როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს განწყობა აუმაღლა.
ეს დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: