ჭარნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
05-06-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ნათია თავართქილაძესთან და მუსიკის მასწავლებელ ნათია გორგაძესთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს ბავშვთა საერთაშორისო დღე დიდი სიყვარულით, ღონისძიებით მიულოცა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  1949  წელს პირველად აღინიშნა ეს დღე, თუმცა საუბარი მისი დაწესების შესახებ ჯერ კიდევ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას დაიწყო. ეს დღე ემსახურება ბავშვთა შორის ცნობიერების ამაღლებას მთელ მსოფლიოში, ერთიანობას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203