დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემუშავებულმა პროექტმა მუნიციპალურ ფორუმში გრანტი მოიპოვა
05-06-2024

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

გასულ კვირას, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართულ მუნიციპალურ ფორუმში დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

ხუთი დღის განმავლობაში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარები პროექტის წერასა და ინიცირებასთან დაკავშირებით. მონაწილე გუნდებმა  შეიმუშავეს პროექტები, რომელთა პრეზენტაციაც ღონისძიების დასკვნით ნაწილზე წარადგინეს. ჟიურის მიერ  გამოვლინდა საუკეთესო პროექტი სახელწოდებით -„მომავლის სამყარო“, რომლის მიზანია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გზით გაზარდოსა და გააღრმაოს ახალგაზრდებში  ფიზიკის, როგორც მომავლის მეცნიერებისადმი ინტერესი.

გამარჯვებული დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდია. გრანტის თანხით (3000 ლარი)  მოსწავლეები - ანანო მახარაძე, ლიზი ბეჟანიძე და მარიამ ბარამიძე შეიძენენ ფიზიკის ვირტუალურ ლაბორატორიას.

„ჩვენ მოსწავლეები გვაძლევენ სიამაყის მიზეზს!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203