კვათანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს
06-06-2024

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს, მიღებული ცოდნა ღონისძიებით შეაჯამეს, ბევრი იმხიარულეს და სასკოლო საზოგადოების დიდი ოვაციაც დაიმსახურეს. 

„ბედნიერი და ფერადი ზაფხული, ჩემო ძვირფასებო. თქვენი სკოლა, მასწავლებლები, მოუთმენლად დაგელოდებიან“, - ამ სიტყვების ფონზე მოსწავლეები დაემშვიდობნენ ერთმანეთს, სკოლას, საყვარელ პედაგოგებს მომდევნო სასწავლო წლამდე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203