„მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ - გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
05-06-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძება იმართება.

ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სკოლაში არაერთი ღონისძიება მიეძღვნა. 

 მე-8 კლასის ხელმძღვანელისა (ეკა ნიშნიანიძე) და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის (ნინო ბუხაიძის) ერთობლივი პროექტის - „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს'“ -  ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისტორიული ამბების გახსენებით, ლექსებითა და მინი სპექტაკლებით წარმოაჩინეს საქართველოს, ეროვნული გმირების ისტორია, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.   

ღონისძიებას ესწრებოდნენ მომავალი პირველკლასელები და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203