გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 7-8 ივნისის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცელი პროგნოზი გამოაქვეყნა. ტემპერატურა +35 გრადუსამდე აიწევს, თუმცა 7 ივნისს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.
7-8 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
7-8 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, 8 ივნისს კი +29 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7-8 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია
ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 7-დან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია
ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 7 ივნისს დღისით +34, +36 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 7-დან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 7-დან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია
ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.