სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - რას ნიშნავს ქულის გათანაბრება და სკალირება
05-06-2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავზობს ინფორმაციას,  ქულის სკალირებისა და გათანაბრების შესახებ. 

სკალირების საფეხურები:პირველი საფეხური - ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა და მათი გათანაბრება;  მეორე საფეხური – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების სტანდარტიზება და საერთო სკალაზე განთავსება.

იხილეთ, დეტალური ინფორმაცია სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდზე

როგორ ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების სკალირება? — როგორც იცით, თითოეულ გამოცდაში აბიტურიენტი იღებს ქულას, რომელსაც ჩვენ ნედლ ქულას ვეძახით. თუ გამოცდაში ტესტის რამდენიმე ვარიანტია, მაშინ ხდება ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ყოველი აბიტურიენტი იღებს გათანაბრებულ ქულას. ამის შემდეგ კი ყველა ქულის ერთ სტანდარტულ სკალაზე გადასატანად ხდება ქულების სკალირება (ე. წ. Z- ქულების გამოყენებით) და ყოველ აბიტურიენტს ენიჭება თავისი სკალირებული ქულა.

ხშირად დასმული კითხვები გათანაბრების შესახებ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203