ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, XIა კლასისა და VIII-IXბ კლასკომპლექტის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე უილიამ შექსპირის პიესა - „რომეო და ჯულიეტა“ წარადგინეს. მათ პედაგოგი ლოლიტა ურუშაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები ეპოქის შესაბამისად შეიმოსნენ, სპეციალურად გაფორმებულ სივრცეში პიესა გაითამაშეს და სამსახიობო ოსტატობა გამოავლინეს.
ღონისძიებამ ყველას მოწონება დაიმსახურა. იყო ოვაციები, ფეიერვერკი და ზღვა ემოცია.
იხილეთ ფოტოები: