ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლითაც პატარა მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“. ისინი შემოქმედებით და საინტერესო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: