საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის და ზოგადად, წიგნის კითხვის სიყვარულით გამოირჩევიან.
აღსანიშნავია, რომ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები წიგნის კლუბის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო წიგნი წაიკითხეს და განიხილეს.
გარდა ამისა, გამართეს დისკუსიები, იმსჯელეს პერსონაჟების ქცევის მოტივზე, პრობლემებსა თუ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. ასევე, საყურადღებოა, რომ მათ შთაბეჭდილებების წიგნი და ნახატები შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: