ხოფურის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ამაღელვებელი ღონისძიებით გააცილეს
05-06-2024

ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი თაობა დაფრთიანდა. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულები ტრადიციულ თეთრ მაისურებში გამოეწყვნენ, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

იყო მილოცვები, ლექსი, სიმღერა, ცეკვა, მისასალმებელი სიტყვები და განშორების გულწრფელი ცრემლი.

„ბედნიერ გზას და მომავალს ვუსურვებთ კურსდამთავრებულებს: ნინო ლიპარტელიანს, თამაზი ლიპარტელიანს, ლუკა ქურასბედიანსა და თამარ გაბიძაშვილს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203