ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა 
05-06-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის მაგალითია ისიც, რომ სკოლაში მე-2 და მე-2 კლასების მოსწავლეებმა, სპორტის მასწავლებელ ქეთევან სულუხიასა და კლასის დამრიგებლების - მაია ოთიაშვილი და ამალია ასაბაშვილთან ერთად, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩაატარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება და პოზიტიური გარემოს შექმნა იყო.

ბავშვები სპორტულ აქტივობებში დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.  რისთვისაც სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203