საზეიმო „ბოლო ზარი“ და მე-12 კლასელთა ემოციური გაცილება ახმეტის N3 საჯარო სკოლაში
06-06-2024

ახმეტის N3 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

„ბოლო ზარის“ ღონისძიება ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო. მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც სკოლაში გაიმართა ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილე, რესურსცენტრის უფროსი და გაზეთ „ბახტრიონის“ წარმომადგენლები სხვა სტუმრებთან ერთად.

ღონისძიებაზე, დირექტორმა - ეკატერინე ბოდაველმა სიტყვით მიმართა ბავშვებს, მათ სკოლის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

წელს, სკოლა დაამთავრეს - ლაშა უძილაურმა, ვალერი ფილაშვილმა, ზაზა ბუზალაძემ, გიორგი შაშიაშვილმა, ანი თორღვაშვილმა, მიშიკო ქამალოვმა, ჯარჯი შაშიაშვილმა, ავთანდილ ვალაშვილმა, ზურა შუშანაშვილმა, ზვიად ლოლიშვილმა, სოსო მახიტაშვილმა, რატი უმცროსაშვილმა, მიშიკო თევზაძემ, სოფიკო ჭიკაიძემ, თეკლე გორთამაშვილმა, რომელთაც სასკოლო საზოგადოება ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და პროფესიულ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203