საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ​ბაიდარის საჯარო სკოლაში
06-06-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება.

მათ შორის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, თემატური ლექსები წაიკითხეს, ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე საინტერეო და ემოციური იყო.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203