წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ქიმიის მასწავლებელთა ინიციატივით, მოსწავლეებთან ერთად, დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი თემაზე: „მტკნარი წყლები და მათი მნიშვნელობა ყოფა-ცხოვრებაში“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მტკნარი წყლების მნიშვნელობასა და მათ გამოყენებაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი სტუმრად ეწვივნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მუხიანის სათავე ნაგებობას.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იფილტრება წყალი და მიეწოდება მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სოფლებსა და ქალაქ ქუთაისს.
პროექტის ხელმძღვანელები - კახა სვანაძე, თეონა გოდუაძე და თეონა აფრიდონიძე იყვნენ.
მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს .
იხილეთ ფოტოები: