„მე რომ მასწავლებელი ვიყო“- კორტანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა 
06-06-2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს საინტერესო და მამოტივირებელი აქტივობებით ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებმა თეა დევაძემ აქტივობა - „მე რომ მასწავლებელი ვიყო“ გამართა. მან მოსწავლეებს ჰკითხა, თუ რას გააკეთებდნენ, თავად რომ იყვნენ მასწავლებლები. აღსაზრდელთა პასუხები ძალიან საინტერესო იყო, მათ პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. 

გარდა ამისა, სკოლაში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად იხალისეს, ბურთი ითამაშეს, ირბინეს და დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს. 

აქტივობები სახალისო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. 

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203