ბავშვთა დაცვის დიდი დღესასწაული ბაიდარის საჯარო სკოლაში
06-06-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზარ-ზეიმით აღინიშნა.

აღნიშნულ დღეს სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. სკოლის ეზოში, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

მათ ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად წაიკითხეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ღონისძიებაზე, ანიმატორები ესტუმრნენ, რომლებმაც ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზეს. მათმა გამოჩენამ ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან ემოიური და დასამახსოვრებელი იყო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203