დარჩელის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპორტული ფესტივალი მიეძღვნა
06-06-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში სპორტული ფესტივალი ჩატარდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მონაწილებდნენ. 

ისინი შემდეგ ორ გუნდად დაიყვნენ:

  • „მტრედები“ - კაპიტანი ინდირა მიქავა;
  • „მერცხლები“ - კაპიტანი ნანა სირაძე.

გუნდებმა ხუთი აქტივობა გამართეს: შერბენა-გახურება; ფერების წამოღება და ნიშნულზე მოცმა; ზიგზაგისებური რბენისას პატარა ბურთის სტყორცნა სამიზნეში; ბურთის ჰაერში მოგზაურობა; ბურთის გადაცემა-დაჭერა.

აღნიშნული სპორტული აქტივობების მიზანი იყო ხელი შეეწყო მოქნილობის, სისწრაფის, სიმარჯვის, სმენითი და მხედველობითი რეაქციის კონცენტრირებისა და სივრცეში ორიენტაციის უნარების განვითარებისთვის. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საცეკვაო ნომრები (რიცხვების ცეკვა) გამართეს. საბოლოოდ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „მერცხლები“.

„დიდი მადლობა სპორტული ფესტივალის ხელმძღვალელ პედაგოგებს - ლელა ბარამიასა და ვახტანგ კორკელიას, ასევე მშობლებსა და პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203