ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთისა და უსახელოს საჯარო სკოლებში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
აღნიშნული სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ პროფესიულ სასწავლებლებთან - კოლეჯ „იბერიასთან“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასთან“. მოსწავლეებმა ერთი პროგრამა „ბითიუს აკადემიაში“ უკვე დაასრულეს და ამ ეტაპზე, კოლეჯ „იბერიის“ მიერ შემოთავაზებულ ჭრა-კერვის კურსს გადიან.
მოსწავლეები აღნიშნულ სწავლებაში დიდი ინტერესით მონაწილეობენ. კოლეჯმა „იბერიამ“, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კურსის მონაწილეებს შესთავაზა ექსკურსია კოლეჯ „იბერიაში“, სადაც მოსწავლეებმა სტუდენტების საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს და იქ მიმდინარე სასწავლო პროცეს გაეცნენ.
მათ ინფორმაცია გაიგეს შემდეგ პროგრამებზე :
მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურზე თან ახლდნენ ნიგოზეთის სკოლის დირექტორი - მერი პაპიძე და უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი - გიორგი იაკობიძე.
„მოსწავლეებმა უკვე დაასრულეს საექთნო კურსი და ამჟამად კი, დიდი ინტერესით ითვისებენ ახალ პროფესიას“,- აღნიშნა დირექტორმა მერი პაპიძემ.
„მოსწავლეები აღნიშნული სასწავლო ტურით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და სურვილი აქვთ, დამატებით, კიდევ გაირონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კურსი.
სკოლის დირექტორები მადლიერებას გამოხატავენ „ბითიუს“ აკადემიის რექტორ სოფიო მაჭარაშვილის და კოლეჯ „იბერიის“ დირექტორის ირაკლი ავალიანის მიმართ. ვინაიდან, მათი უშუალო ძალისხმევით და დახმარებით გახდა შესაძლებელი აღნიშნული პროფესიული სასწავლებლების შემოსვლა სკოლაში. ნიგოზეთის სკოლაში განთავსებულია საკერავი მანქანები, რომლებიც კოლეჯმა მიიტანა, სასწავლო პროცესი იქ მიმდინარეობს. მოსწავლეებმა ტანსაცმელი უკვე თავიანთი ხელით გამოჭრეს და შეკერეს“,- აღნიშნავენ სკოლებში.
იხილეთ ფოტოები: