საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს.
მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ბოლო ზარის“ ღონისძიება, როგორც გვიყვებიან, მშობლიურ სკოლაში სარემონტო სამუშაოების გამო ვერ ჩატარდა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი დღე მათ მაინც აღნიშნეს რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.
ეს დღე მე-12 კლასელთათვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
სკოლის დამთავრება მოსწავლეებს დამრიგებელმა, ირმა კრაველიძემ, სკოლის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა, მშობლებმა და მეგობრებმა მიულოცეს.
„მათ, ულევი წარმატება, საკუთარი თავის რწმენა, სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარული უსურვეს თითოეულ კურსდამთავრებულს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: