საქართველოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
აპლიკანტებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსგან უკვე მიუვიდათ შეტყობინება, დაკმაყოფილდა თუ არა, მათი განაცხადი, გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
იმ კანდიდატებს, რომელთა განაცხადიც არ დაკმაყოფილდა უფლება აქვთ შედეგი 2 დღის ვადაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრონ.
კანიდატებისთვის დაგზავნილ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
„მადლობას მოგახსენებთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე: ქალაქ **** საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის.
გაცნობებთ, რომ ქალაქ **** საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) თანამდებობაზე არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე (არ შეჩერდა/შეირჩა).
დამატებით გაცნობებთ, რომ საპრეტენზიო განაცხადის შემოტანა შეგიძლიათ შეტყობინების მიღებიდან ორი სამუშო დღის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №52)“.
როგორც ცობილია, 69 მუნიციპალიტეტში რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე განაცხადი 660-ზე მეტ აპლიკანტს ჰგქონდა შეტანილი. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კანდიდატებს მიუვიდათ დადებითი შეტყობინება, თუმცა როგორც სამინისტროში განმარტავენ, დეტალურ ინფორმაციას, რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რომელი კანდიდატი დაინიშნა უწყება პროცესების დასრულების შემდგომ გაავრცელებს.