„ჩვენ თანასწორები ვართ!“-პროექტი თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში
05-06-2018
თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს პროექტზე-„თანასწორი ურთიერთობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან“, სადაც მათ მიერ წარდგენილი თემის სათაური „ჩვენ  თანასწორები  ვართ!“ გახლდათ.  

პროექტის მიზანი ბავშვებში შშმ პირებზე ცოდნის დონის ამაღლება და ადამიანის უფლებებისა  და  ადამიანთა მრავალფეროვნების პატივისცემის განმტკიცება იყო.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით კლასში „თანასწორი ურთიერთობები„ და „მითები და რეალობა“ წაიკითხეს.  

ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა არის შშმ პირებისთვის სასურველი კეთილგანწყობილი გარემო, სადაც თვითრეალიზაციის შესაძლებლობა აქვთ.

ბოლოს, მათ დაფაზე ჩანაწერები გააკეთეს და შშმ  პირებთან ურთიერთობის შესახებ მაგალითები მოიყვანეს.   

დასკვნის სახით კი აღნიშნეს, რომ უნარშეზღუდულ ადამიანთა დახმარება არის მათი და  ქვეყნის ზნეობრივი მოვალეობა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203