მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს.
ღონისძიებაზე მე-12 კლასელებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს, სკოლის კედლებში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
მათ პედაგოგებმა და დირექციამ სკოლის დამთავრება მიულოცეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე კი წარმატებები უსურვეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: