მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის წარმატებით შესწავლა ღონისძიებით იზეიმეს.
I კლასის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები და ნასწავლი მასალა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
ლამაზ სამოსში გამოწყობილ მოსწავლეთა შემოქმედობითობითა და უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ეს დღე საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: