ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
იქ 1-ელ ივნისს, პედაგოგ ჰაიკანუშ გადიანის ხელმძღვანელობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს. დასასრულს, უმცროსკლასელებმა თავიანთი სურვილები და ოცნებები დაწერეს, შემდეგ ისინი საჰაერო ბუშტებს შეაბეს და გაუშვეს.
მშობლები, მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ჰაიკანუშ გადიანს იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე, სასწავლო პროცესის გახალისებასა და საინტერესო აქტივობების მოწყობაზე.
იხილეთ ფოტოები: