„რელიქვია“- მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორი საგნის ინტეგრირებულ გაკვეთილზე სიძველეების პრეზენტაცია გამართეს
06-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტმა - ნარე კაზარიანმა და საგან „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა - ჰაიკანუშ ირიციანმა ერთობლივად გაკვეთილი ჩაატარეს. 

გაკვეთილის თემა იყო „რელიქვია“. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლაში ოჯახებიდან ძველი ნივთები მიიტანეს, რომელთა შესახებაც პრეზენტაცია გამართეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს  სკოლის დირექტორი - აღავნი ავაქიანი ესწრებოდა. მან მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203