მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით დააგვირგვინეს. მოსწავლეებმა სომხური ენის ანბანის „გაცილების“ ღონისძიება გამართეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლამაზად განწყობილმა პატარებმა შეძენილი ცოდნა მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე წარმოაჩინეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პედაგოგებმა ბავშვები ზაფხულის არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს და ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: