ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
06-06-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

სკოლაში ამ დღეს დიდი დღესასწაული იყო. 

ლამაზად მორთულ სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით „გააცილეს“ მშობლიური ანბანი. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მასწავლებლის შრომა მაშინ იქნება დაფასებული, როცა მისი მოსწავლე უკვე წერს და კითხულობს“, - აღნიშნავს მასწავლებელი წოვინარ ბაბოიანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასწავლო პროცესსა და ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლებიც, რომლებიც ღონისძიებაზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ, რამაც დამრიგებელი ძალიან გაახარა.

ეს დღე საინტერესო და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203