ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს უცხოურ ენებს საინტერესო აქტივობებით, ხარისხიანად ასწავლიან.
მათ შორის აღსანიშნავია მე-7 კლასელთა ღონისძიება, რომელიც რუსული ენის გაკვეთილზე მომზადდა. ღონისძიებას პედაგოგი არმენუჰი პუთულიანი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. ისინი დიდი მონდომებით ჩაერთნენ ღონისძიებაში და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: