თბილისის N10 სკოლაში მოსწავლეთა მშობლებთან პროფესიულ საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
06-06-2024

თბილისის N10 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, ასევე მშობლებთანაც და მათთვის ყველა იმ შესაძლებლობის გაზიარებას, რაც ახალგაზრდების წარმატებული მომავლის შესაქმნელად იქნება საჭირო. 

ამჯერად, სკოლის დირექტორმა ლელა ტაბაროკიშვილმა მე-9 კლასის მშობლებს უმასპინძლა პროფესიულ საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ლობჟანიძე და კოლეჯის - „ორიენტირი“, ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ნონა ფანჯიკიძე.

აღნიშნულ კოლეჯებთან, სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები და სტუდენტები დაგეგმავენ საინტერესო აქტივობებს. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მშობლებს კოლეჯისა და პროფესიული პროგრამების შესახებ.

მშობლებს გააცნეს აღნიშული პროგრამების სპეციფიკა და  მახასიათებლები. მომხსენებლებმა მშობლებს აუხსნეს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აირჩევდნენ, არის საქართველოს ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა საავტორიზაციო სტანდარტი და მათ მიერ არჩეული ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს განათლებისა და სწავლების მაღალ ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ სკოლას ასევე ესტუმრა კარიერული მენტორი სალომე სულაბერიძე, რომელმაც მე-11 კლასელებს დასაქმების შესახებ საჭირო რჩევები გაუზიარა. მან ისაუბრა პირადი გამოცდილების შესახებაც და უპასუხა მოსწავლეების კითხვებს. ახალგაზრდებმა გაიგეს, თუ როგორ უნდა შეადგინონ ეფექტური რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დასაქმდნენ სასურველ ადგილზე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203