წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
მოსწავლეები არც ერთ მნიშვნელოვან თარიღს არ ტოვებენ უყურადღებოდ და, რა თქმა უნდა, არც 26 მაისი იქნებოდა გამონაკლისი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით, საკმაოდ ემოციური გამოვიდა.
ასეთი მნიშვნელოვანი დღის, ასე საინტერესოდ აღნიშვნისთვის სკოლის დირექცია მადლობას უხდის ხელმძღვანელებს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: