თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
05-06-2018
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდეელბმა კედლის გაზეთები გააკეთეს და საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
პედაგოგი აღსაზრდელებს ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ესაუბრა.
1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას.