ბათუმის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ახლახან, სკოლის ორმა მოსწავლემ - ანანო ჯაფარიძემ და კესო ჩიჩუამ, ესეების კონკურსში გაიმარჯვა, ჯილდოდ კი პოლონეთში გაემგზავრებიან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ესეების კონკურსს ყოველწლიურად ატარებს. წელსაც კონკურსი ჩატარდა ინგლისურ ენაზე სამ ტურად. პირველი და მეორე ტური ჩატარდა წერილობითი ფორმით. პირველ ტურში მონაწილეობდა 600-ზე მეტი მოსწავლე.
ესეების კონკურსის მესამე ტური ჩატარდა 2024 წლის 25 მაისს პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. კონკურსის მესამე ტურში მონაწილეობდა 27 მოსწავლე. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრებიან პოლონეთში.
სკოლაში ანანო ჯაფარიძისა და კესო ჩიჩუას წარმატებით ამაყობენ, გამარჯვებას ულოცავენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: