სკოლის დირექტორს მოსწავლის ბულნიგში ადანაშაულებენ - „მრცხვენია ბავშვების წინაშე, ყოველ დღე შეურაცხყოფას მაყენებს...“
06-06-2024

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მშობელი მოსწავლის ბულინგში სდებს ბრალს. 

როგორც მეექვსე კლასის მოსწავლის დედა, ლელა ვერძაძე ამბობს, სკოლის დირექტორი ნატალია გოგუაძე, რომელიც პარალელურად მათემატიკის მასწავლებელია, მოსწავლეს გამუდმებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. 

დედა ამბობს, რომ იძულებული გახდა ბავშვი სხვა სკოლაში გადაეყვანა. ოჯახმა საჩივრით უკვე მიმართა აჭარის განათლების მინისტრს.

„სკოლის დირექტორმა, დამრიგებელთან ერთად კლასელების წინაშე განიხილა, რომ ბავშვის და მისი ერთად მუშაობა იქნებოდა შეუძლებელი. თვითონ ბავშვს აღარ აქვს სურვილი იმ სკოლაში ისწავლოს, რადგან მეუბნება, რომ დედა მე მრცხვენია ბავშვების წინაშე, ყოველ დღე შეურაცხყოფას მაყენებს, მე თავს დაჩაგრულად ვგრძნობ, მეშინია, ყოველ დღე რა შეიძლება მაკადროს მასწავლებელმა...", - ყვება მშობელი.

სკოლის დირექტორი, ნატალია გოგუაძე უარყოფს, რომ მისი მხრიდან ბავშვზე ზეწოლა იყო.

წყარო: „მთავარი“ 

დამატებითი ინფორმაციისთვის „ეტალონმა“ აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურთან სცადა დაკავშირება, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, მათ პოზიციას გაგებისთანავე შემოგთავაზებთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203