ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლამ არაერთი თაობა აღზარდა, წელს კი, სკოლიდან 20 კურსდამთავრებული საზეიმოდ გააცილა.
დღე, რომელიც ახალგაზრდების მეხსიერებაში ღრმად დაილექება ემოციებითა და შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე, დღე, რომლითაც მათ ჩახურეს ცხოვრების მნიშვნელოვანი თავი და 12-წლიან სასკოლო ცხოვრებას დაემშვიდობნენ.
სკოლაში ტრადიციული აღინიშნა „ბოლო ზარი“, სკოლის ეზოში მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პერფორმანსი მოაწყვეს, იუმორისტული და შემოქმედებითი ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
სკოლის ყველა თანამშრომელმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცეს სკოლის დასრულება და საუკეთესო სურვილები უსურვეს. კურსდამთავრებულებმა კი, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: