ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის კედლებში არაერთი თაობა, წარმატებული ახალგაზრდა და საამაყო კურსდამთავრებული აღზრდილა.
წელსაც, სკოლას ემოციურად გამოემშვიდობნენ ახალგაზრდები და 12-წლიანი სასკოლო ცხოვრება შთამბეჭდავი „ბოლო ზარის“ ღონისძიებით დააგვირგვინეს.
ემოციებით სავსე იყო დღე, რომლითაც ახალგაზრდებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი თავი ჩახურეს და წარმატებული მომავლის შექმნისკენ მიმავალ გზას შეუდგნენ.
ღონისძიების ბოლოს, კურსდამთავრებულების თეთრი პერანგები სასკოლო საზოგადოების მრავალფეროვანი მისალოცი სიტყვებით, ემოციური წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეამკეს.
იხილეთ ფოტოები: